A” ბლოკი მოიცავს 50-ზე მეტ საცხოვრებელ ბინას, საოფისე და  კომერციულ ფართებს, ასევე, ერთ დონიან ავტოსადგომს. 

სამშენებლო პროცესში გამოყენებულია მაღალი ხარისხის, ევროპული სტანდარტის შესაბამისი სამშენებლო მასალები, რაც ჩვენი ბინათმფლობელებისთვის უსაფრთხოების გარანტია. მონოლითური რკინა-ბეტონის კარკასული კონსტრუქცია უზრუნველყოფს შენობის სეისმურ დაცვას არანაკლებ 8-9 ბალისა. 

პერიმეტრზე კედლები ამოყვანილია პემზის 30სმ-იანი ბლოკით, ყველა ბინას აქვს დიდი ვიტრაჟული კარ-ფანჯარა და აივანი. გათბობისა და კონდიცირების სისტემებისთვის აივნებზე გამოყოფილია დახურული ზონები. სადარბაზო და ჰოლი  მოწესრიგებულია, კიბეები  -ბაზალტითაა მოპირკეთებული. მუშაობს ორი მაღალი ხარისხის ლიფტი. ეზოს შესასვლელში გათვალისწინებულია პანდუსი, რათა ნებისმიერმა ადამიანმა შეძლოს  კომფორტულად  გადაადგილება. შენობაში მოქმედებს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ხანძარსაწინააღმდეგო სისტემა.


ამ მომენტისათვის კორპუსი უკვე  შესახლებულია. ბინები ჩაბარდა თეთრი კარკასის კონდიციით.

✔ ორმაგი მინა-პაკეტის კარ-ფანჯარა;
✔ შესასვლელი რკინის კარი;
✔ გალესილი კედლები;
✔ ელექტროგაყვანილობა დაქსელილი;
✔ ცემენტის ხსნარით მოჭიმული იატაკი;
✔ გაზის მილი ბინაში შეყვანილი;
✔ მიწისქვეშა პარკინგი:
✔ საოფისე და კომერციული ფართები.

„A” ბლოკში განთავსებულია  სამშენებლო კომპანია „ტეტრა“ს გაყიდვების ოფისი, სადაც მომხმარებელი ყოველთვის შეძლებს ხარისხიანი და სრულყოფილი ინფორმაციის მიღებას.