გაიხსნა საცხოვრებელი კომპლექსის „ტეტრა“ გაყიდვების ოფისი

ამ ზაფხულს, ივლისში, სამშენებლო კომპანიამ „ტეტრა“  დაიწყო გაყიდვები საცხოვრებელ კომპლექსში „ტეტრა ნაძალადევი“. კომპანია გთავაზობთ ბინებს, როგორც უკვე დასრულებულ, ასევე - მშენებარე პროექტში. მშენებარე პროექტის ფარგლებში იგეგმება ორი საცხოვრებელი კორპუსის აშენება („ბ“ და „ც“ ბლოკები). პროექტი სრულდება 2021 წლის აგვისტოში და მოიცავს 154-ზე მეტ საცხოვრებელ ბინას, 8-ზე მეტ საოფისე  და კომერციულ ფართს, ასევე შიდა და გარე პარკინგის ადგილებს.


კომპანიის გაყიდვების ოფისი გაიხსნა 2019 წლის 1 ივლისს. ოფისი მდებარეობს უშუალოდ მშენებარე ობიექტთან, მისამართზე: სააკაძის ქუჩა  #63 / ცინცაძის ქუჩა #1, რათა დაინტერესებულ პირებს ჰქონდეთ შესაძლებლობა დაათვალიერონ მშენებარე ობიექტი. ოფისში მომავალი ბინათმფლობელები და დაინტერესებული პირები შეძლებენ სრულყოფილი კონსულტაციის მიღებას გაყიდვების ოფისის მაღალკვალიფიციური თანამშრომლებისგან.